კურსკის ოლქის ბოლშესოლდაცკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა
კურსკის ოლქის ბოლშესოლდაცკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელი ვლადიმირ ზაიცევი წერს.
„ჩვენს რაიონში ევაკუაცია დღევანდელ დღემდე არ ყოფილა. ყველა თავისით წავიდა, არავინ ჩარეულა. დღეს ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, თუ ვის სჭირდება ევაკუაცია“, – აცხადებს ზაიცევი.
რეგიონის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ ხალხი ბევრია, თუმცა მათ წასვლა არ უნდათ. ცნობისთვის, კურსკის ოლქში მდებარე ბოლშესოდაცკის რაიონი არ მდებარეობს უკრაინის საზღვართან.