ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, სასტუმრო „სანსენტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ დაუდასტურა.
როგორც მარგველიძემ აღნიშნა, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
ადგილზე შს სამინისტროს ქვედანაყოფები იმყოფებიან.