კურორტ გუდაურში სამი ახალი და ერთი რეკონსტრუირებული საბაგირო იქნება
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, 2018-2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, კურორტ გუდაურში სამი ახალი და ერთი რეკონსტრუირებული საბაგირო იქნება.
„სოლიკოსა“ და „კუდების“ ახალი საბაგიროები 6-ადგილიანი, რომელიც მგზავრს სიცივისაგან დაიცავს. საბაგირო „პირველი“ ღია ტიპის, ასევე 6-ადგილიანი იქნება.
„საბაგირო „პირველის“ და „ სოლიკოს“ გამტარუნარიანობა საათში 2 800 მგზავრი იქნება, ახალი ,,კუდების“ კი, 2200 მგზავრი.
სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“ ასრულებს.