კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას გაერო-ს განვითარების პროგრამა დააფინანსებს
კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას გაერო-ს განვითარების პროგრამა დააფინანსებს

კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას გაერო-ს განვითარების პროგრამა დააფინანსებს. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მოაწერეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, შვეიცარიის საელჩოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

გაიმართა ტურისტული პროექტის „საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნეს პროექტების „ჩაის გზისა“ და „აღმოაჩინე გურიას“ ბენეფიციარები.

ღონისძიება სოფელ წითელმთაში ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლში“ ჩაის კრეფის პროცესითა და დეგუსტაციით დასრულდა.