კურდღელაურის მოსახლეობამ სოფლის რწმუნებულის თანამდებობაზე გურამ ბახურაულის დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის მოსახლეობამ სოფლის რწმუნებულის, გურამ ბახურაულის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართა.
ამ მოთხოვნით მოსახლეობამ 400-ზე მეტი ხელმოწერაც შეაგროვა და თელავის მუნიციპალიტეტის მერს გადაუგზავნა, თუმცა მერიიდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბახურაულის დროს სოფელში ბევრი რამ გაკეთდა და მისი გათავისუფლება არასწორი გადაწყვეტილება იყო.
უკვე ყოფილი რწმუნებული გურამ ბახურაული გათავისუფლების რეალურ მიზეზს ვერ ასახელებს, პირად საუბრებში კი ამბობს, რომ მას პროფესიონალიზმი დაუწუნეს.
კურდღელაურის მოსახლეობა ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციებს მერიასთან გააგრძელებენ. თელავის მერიაში კი აცხადებენ, რომ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა, სადაც ბახურაულსაც აქვს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.