კუნძულ მადეირაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. ყველა გერმანელი ტურისტი იყო. კიდევ 27 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ტრაგედია ქალაქ კანისუსთან დატრიალდა. წინასწარი ვერსიით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ შეიმაგრა, შედეგად სატრანსპორტო საშუალება გზიდან გადავარდა და სახლს დაეცა. დაღუპულთა შორის 11 მამაკაცი და 17 ქალია. სულ ტურისტულ ავტობუსში 55 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა პორტუგალიის პრეზიდენტი, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ მომხდართან დაკავშირებით გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მიუსამძიმრა.