კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტთა ბანაკში კორონავირუსი 14 პირს დაუდასტურდა
კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტთა ბანაკში კორონავირუსი 14 პირს დაუდასტურდა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტთა ბანაკში კორონავირუსი 14 პირს დაუდასტურდა, – ინფორმაციას „გარდიანი” ავრცელებს. ადგილობრივი მედპერსონალი მიგრანტების აქტიურ ტესტირებას ახორციელებენ.

ბანაკში, სადაც 13 000-მდე მიგრანტი ცხოვრობდა, ხანძარი 9 სექტემბერს გაჩნდა. ბანაკის ტერიტორიაზე ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ლესბოსზე მდებარე მორიას მიგრანტთა ბანაკში მცხოვრებ მიგრანტთა რაოდენობა მის ტევადობას ოთხჯერ აღემატება. ბანაკში მცხოვრები 35 მიგრანტი ამჟამად დაკარგულად ითვლება.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიგრაციულ ცენტრში სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ზომების დაცვა შეუძლებელია.