კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა
კუნძულ ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 304-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა, რომლის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 126 კილომეტრში მდებარეობდა. დღის განმავლობაში დაფიქსირდა სულ მცირე ხუთი მძლავრი განმეორებითი ბიძგი.
მიწისძვრის შედეგად დაშავებულია 1800-ზე მეტი ადამიანი. მიწისძვრამ დაანგრია და დააზიანა შენობები, მათ შორის ეკლესიები და სასტუმროები. მიწისძვრამ ბიძგები იამაიკაზე და კუბაზეც გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ზარალი დიდია და ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის ხელისუფლებამ დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა.
კუნძულ ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 2010 წელს მოხდა, რომელმაც 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა გაანადგურა.