კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში სამი ახალი ობიექტი შევიდა: კარსნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარსანში მდებარეობს ( XIX საუკუნე) , ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალანთაში მდებარე ვერანას ნაეკლესიარი (განვითარებული შუა საუკუნეები) და კოლსტეტი -მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში.
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.
ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს 25 აპრილს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.