კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვათა ცვენის გამო, ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია
სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.
„როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით“, – განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში.