კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ გელათის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულებულია
გელათში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა ზაზა ჩხიკვაძემ განუცხადა.
ჩხიკვაძის თქმით, ახლა დრენაჟის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს. მისივე განცხადებით, ტაძარი სრულად დაცულია ატმოსფერული ნალექებისგან.
„ვიწყებთ დრენაჟის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც ტაძრის გარე პერიმეტრზე საძირკვლისა და ბაზისის ნაწილიდან ატმოსფერული ნალექების მოცილებას უზრუნველყოფს. ასევე მიმდინარეობს შიდა ხარაჩოების მოწყობის სამუშაოები. სადრენაჟო სამუშაოები უზრუნველყოფს ტაძრის ინტერიერში ტენიანობის შემცირებას”, – განაცხადა ჩხიკვაძემ.
რაც შეეხება მთავარ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, შიდა ინტერიერში ხარაჩოების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.