კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2016-2017 წლების საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
პარლამენტის შენობის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, 2 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2016 – 2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
განვლილი ორწლიანი პერიოდის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ისაუბრებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 – 2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში უმთავრესად მოიცავს სახელმწიფო უწყებისა და მისი მთავარი დონორი ორგანიზაციის – „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციისა და გადარჩენის“ ფონდის (ფონდი „ქართუს“) მიერ დაფინასებულ ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავ ძეგლებზე მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს, არქეოლოგიურ ძეგლებზე დაწყებულ სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოებს.
სააგენტოს ცნობით, განვლილი 2 წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციისა და გადარჩენის“ ფონდის ინიციატივით სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროცესი დაიწყო 231 ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლზე (მათ შორის 84 ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე), რომელთაგან უმრავლეს შემთხვევაში ფიზიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე 20-მდე საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობებზე კი აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და უახლოეს დროში დასრულდება.