საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა.
კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
„მინდა, გაგაცნოთ თინათინ რუხაძის ბიოგრაფიული მონაცემები. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერულ ორკესტრ „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი, მოგვიანებით იყო ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი. იყო „თიბისი ტვ“-ის გენერალური პროდიუსერი, ასევე საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი. გახლდათ შპს „მელოდი არტის“ დირექტორის მოადგილე და გენერალური პროდიუსერი, ვასო აბაშიძის სახლობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, ასევე საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში. მინდა, მას ვუსურვო წარმატებები ახალ თანამდებობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თინათინ რუხაძე ამ დრომდე ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.