კულტურის სამინისტროში „თარგმნილი პიესა 2018“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმნილი პიესა 2018“-ის გამარჯვებულები გამოავლინეს.
I პრემია – თამაზ გოდერძიშვილს – ანტონ ჩეხოვის პიესა „დათვი“-თვის გადაეცა. II პრემია – მაია ჯაფარიძე და ციცინო კობიაშვილი – შოდერლო დე ლაკლოს „სახიფათო კავშირები“, III პრემია – ნანა სამჭკუაშვილი – ჟან ჟაკ ბრიკერისა და მორიგ ლაზაიგის პიესის „და შენი და? …“.
თუმანიშვილის ფონდმა პროექტი – ახალი დრამატურგია 2006 წელს დაიწყო. პროექტი ორი კონკურსისაგან შედგება – „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება.
სამ გამარჯვებულს, რომელიც 12 პიესიდან შეირჩა, ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.
კონკურსის მიზანი, ქართულ თეატრალურ სივრცეში თანამედროვე პიესების ახალი თარგმანის შემოტანა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა. ქართულ თეატრალურ სამყაროს უკვე 500-ზე მეტი ახალი პიესა შეემატა.
წელს, თუმანიშვილის ფონდს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდება. ფონდი 1998 წელს, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა ანთაძე.