საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 22 სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. სამინისტროს ინფორმაციით, ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 252-ია, საიდანაც 105 სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვაკანსიებია.
სტაჟირების ხანგრძლივობა კონკრეტული პოზიციებისთვის განსაზღვრულია ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადით. სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტაჟიორი დამადასტურებელ ცნობას მიიღებს.
„სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისთვის ან სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, სადაც მან უნდა გაიაროს სტაჟირება, ან იგი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია.
წარმატებული სტაჟიორები 2023 წლის იანვრიდან დასაქმდებიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში.
კონკურსის ფარგლებში, სამინისტროს აპარატში ცხადდება 12 ანაზღაურებადი და 10 არაანაზღაურებადი ვაკანსია, ხოლო სამინისტროს ორგანიზაციებში ჯამურად 114 ანაზღაურებადი ვაკანსია, ანაზღაურების გარეშე კი – 116. კერძოდ:
1.სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ცხადდება 22 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: ადამიანური რესურსების მართვა, საქმის წარმოება, შიდა აუდიტი, მშენებლობის ორგანიზება/მენეჯმენტი, დოკუმენტების თარგმნა, მუზეუმები და კულტურული მემკვიდრეობა, მაღალი მიღწევებისა და მასობრივი სპორტი, ახალგაზრდობის საკითხები, დისციპლინური წარმოება და სხვა.
2. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება 26 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: გიდი, იურისტი, ადამიანური რესურსების მართვა, საქმისწარმოება, პროექტის კოორდინატორი/ასისტენტი, გამოფენის კოორდინატორის ასისტენტი, ფონდებში დაცული ექსპონატების მართვა.
3. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება 17 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: რესტავრატორი, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ასისტენტი, გამოფენის კოორდინატორის ასისტენტი, ფონდებში დაცული ექსპონატების მართვა.
4. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმში ცხადდება 10 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: ეთნოგრაფი, გიდი, პროექტის კოორდინატორი/ასისტენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მებაღე, მეთვალყურე.
5. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმში ცხადდება 5 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: არქივარიუსი, ბიბლიოთეკარი, ვიზიტორთა მოზიდვის კოორდინატორი, მეთვალყურე.
6. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში ცხადდება 7 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: არქეოლოგი, გიდი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რესტავრატორი, გრაფიკული დიზაინერი.
7. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში ცხადდება 7 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: გამოფენის კოორდინატორის ასისტენტი; საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ასისტენტი, ფონდის მცველის ასისტენტი, ექსპოზიციონერი, მეთვალყურე.
8. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქართული სპორტის მუზეუმში ცხადდება 4 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: ექსპონატების შემგროვებელი და 2 ვაკანსია შემდეგი ფუნქცია-მოვალეობებით: გიდი, ორგანიზატორი.
9. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში ცხადდება 6 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: არქეოლოგი, არქიტექტორი, ეთნოლოგი, იურისტი, ხოლო 4 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: რესტავრატორი, გიდი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ბუღალტერი/ეკონომისტი.
10. სსიპ თელავის ისტორიულ მუზეუმში ცხადდება 2 ვაკანსია მუზეუმის გიდებისათვის.
11. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ცხადდება 30 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: ხელოვნებათმცოდნე, არქეოლოგი, არქიტექტორი, კედლის მხატვრობის სპეციალისტი, არქიტექტორ-რესტავრატორი, კონსტრუქტორი, იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობები, ადამიანური რესურსების მართვა, სახელმწიფო შესყიდვები, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება.
12. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოში ცხადდება 12 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: საერთაშორისო ურთიერთობები, ახალგაზრდული პოლიტიკა, საგრანტო კონკურსების მართვა, საზაფხულო ბანაკების მართვის საკითხები, ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადამიანური რესურსების მართვა, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსისტი, იურისტი.
13. სსიპ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება 2 ვაკანსია: გამნათებელი, გამხმოვანებელი.
14. სსიპ მესხეთის (ახალციხე) პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება 7 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადმინისტრირება; მსახიობები, სცენის მემანქანე, სცენის მუშა.
15. სსიპ შემოქმედებით საქართველოში ცხადდება 2 ვაკანსია ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით.
16. სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება 6 ვაკანსია საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, იურიდიული მიმართულებით, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის მიმართულებით, ასევე, მსახიობების პოზიციებზე.
17. სსიპ თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში ცხადდება 6 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: მეთოჯინე მექანიზატორი, მხატვარ შემსრულებელი, ბუტაფორი, დეკორატორი, საშემსრულებლო ხელოვნება.
18. სსიპ ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება 6 ვაკანსია სამსახიობო ხელოვნებისა და სარეჟისორო ხელოვნების მიმართულებით.
19. სსიპ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ცხადდება 2 ვაკანსია სამსახიობო ხელოვნების მიმართულებით, ხოლო 2 ვაკანსია შემდეგი ფუნქცია-მოვალეობებით: გამხმოვანებელი და გამნათებელი.
20. სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება 9 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: გამნათებელი, სცენის მემონტაჟე, რეკვიზიტორი, ხმის რეჟისორი, ბუტაფორი.
21. სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმში ცხადდება 42 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: ფონდში დაცული ექსპონატების მართვა, საგამოფენო საქმე, არქივარიუსი, ბიბლიოთეკარი, ქსოვილის რესტავრატორი, ქაღალდის რესტავრატორი, სამეურნეო მენეჯერის ასისტენტი, ფინანსისტის ასისტენტი, იურისტი, საკანცელარიო საქმიანობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მებაღე-აგრონომი.
22. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში ცხადდება 9 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: ფონდში დაცული ექსპონატების მართვა, კოორდინატორი, ექსპოზიციონერი, ექსკურსიამძღოლი და დარბაზის მეთვალყურე.
23. სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება 5 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: გამნათებელი, ხმის ოპერატორი, ელ. შემდუღებელი, დურგალი, მკერავი“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ანაზღაურებად (400-დან 650 ლარამდე), ისევე როგორც ანაზღაურების გარეშე პოზიციებზე, კანდიდატები შემდეგი საკონკურსო ეტაპების გავლის შედეგად შეირჩევიან: განაცხადების გადარჩევა, ტესტირება ან/და წერითი დავალება, გასაუბრება. კონკურსანტები შედეგების შესახებ ინფორმაციას თითოეული საკონკურსო საფეხურის დასრულების შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.
„აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პოზიციაზე ერთდროულად არის გამოცხადებული კონკურსი ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სტაჟირებაზე მისაღებად, ანაზღაურებად სტაჟირებაზე წარდგენილები იქნებიან საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები, ხოლო მომდევნო საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები წარდგენილები იქნებიან არაანაზღაურებად სტაჟირებაზე.
ამასთან, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ, არაანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე მყოფი პირის შეფასების (დამაკმაყოფილებელი, კარგი, ძალიან კარგი) და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის თანხმობით მისი გადაყვანა შეიძლება ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. ასეთ შემთხვევაში, სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
სტაჟიორთა კონკურსის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა. ამ მიზნით, კულტურის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნიან დამოუკიდებელ სამუშაო გარემოსა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისთვის საჭირო პირობებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე – www.hr.gov.ge კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში“,- აცხადებენ კულტურის სამინისტროში.