კულტურის სამინისტრომ კონკურსის „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებულთა სია ასეთია:
1. კონკურსანტი #1 -თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის საფასურის დაფინანსება;
2. კონკურსანტი #2 – მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) მაგისტრატურაში სწავლის მიზნით საცხოვრებელი ხარჯის ნაწილობრივი დაფინანსების ხელშეწყობა. კონკურსანტს სწავლის საფასურს უფინანსებს სასწავლებელი;
3. კონკურსანტი #3 – მადრიდის დედოფალ სოფიას აკადემიაში სწავლის მიზნით საცხოვრებელი ხარჯის ნაწილობრივი დაფინანსების ხელშეწყობა. კონკურსანტს სწავლის საფასურს უფინანსებს სასწავლებელი;
4. კონკურსანტი #4 – მიუნჰენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ცხოვრების ხარჯის ნაწილობრივი დაფინანსების ხელშეწყობა;
5. კონკურსანტი #5 – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის დაფინანსება;
6. კონკურსანტი #6 – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის დაფინანსება;
7. კონკურსანტი #7 – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის დაფინანსება;
8. კონკურსანტი #8 -აშშ -Manhattan School of Music მეორე კურსის სასწავლო წლის ნაწილობრივი დაფინანსების ხელშეწყობა;
9. კონკურსანტი #9 – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის დაფინანსება;
10. კონკურსანტი #10 – ექსესის უნივერსიტეტის მეორე კურსის სწავლის ღირებულების ნაწილობრივი დაფინანსება.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს გამარჯვებულ კონკურსანტებს და წარმატებულ და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უტოვებს ახალგაზრდებს თავისუფლებას, თავად გაამჟღავნონ ან არ გაამჟღავნონ პირადი მონაცემები, რომლებიც, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, გაცემული იქნება კანონით დადგენილი წესით დაინტერესებულ პირებზე“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.