კულტურის სამინისტრო მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარს აქვეყნებს:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
18 – 20 მაისის პროგრამა
ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი | თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 3
• მუზეუმში შესვლა დღის განმავლობაში უფასოა | 10:00-17:00 სთ;
• მუზეუმის დათვალიერება გიდის თანხლებით | 11:00, 12:00, 13:00, 14:00, 15:00, 16:00, 17:00 სთ (ქართულ ენაზე გიდის მომსახურება უფასოა);
• საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „როგორ ცხოვრობდნენ ზეზვა და მზია” (კურატორი გია თოდუა) | 12:30 სთ;
• მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმის გამოფენის „თანამედროვე ქართველი მხატვრები” გახსნა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში | 13:00 სთ;
• მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი“ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში | 13:00 სთ;
• მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლ „მზიურის” კონცერტი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში | 14:00 სთ;
• საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „კრისტოფორო კასტელი და საქართველო” (კურატორი ცისია კილაძე) | 14:00 სთ;
• კურატორის ტური „ქვის ხანა საქართველოში“ (კურატორი თეონა შელია) | 15:00 სთ;
• საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „კერამიკის რესტავრაცია“ (კურატორი თეა კინწურაშვილი) | 16:00 სთ.
დღის განმავლობაში მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება გასართობ-შემეცნებითი აქტივობები (სამაგიდო თამაშები, გასაფერადებლები, ფაზლები და ა.შ. პროგრამის ავტორი ნინო ბაქანიძე)
შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი | ლ. გუდიაშვილის ქ. 1
• შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მე-2 კორპუსის გარემონტებული ნაწილის, მათ შორის სამკითხველო სივრცის გახსნა. შენობის მისაღებში მოგზაური ექსპოზიცია “ფოტოგამოფენა საგანძური“ გამოფენა | 12:00-17:30 სთ;
• საგალობლები ანსამბლ „ ბასიანის“ შესრულებით | 12:00 სთ;
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი | სიღნაღი, რუსთაველის ჩიხი 8
• მოგზაური ექსპოზიცია „ფიროსმანი სიღნაღში“ – ღია ცის ქვეშ შემეცნებითი, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი აქტივობები ფართო საზოგადოებისათვის | 12:00 – 17:30 სთ;
• “იაპონიის საკურა „ – იაპონიის საელჩოს საქართველოში კულტურის ატაშეს ბატონ იამანისი ტაკაოს ფოტოგამოფენის გახსნა | 13:00 სთ.
• ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციის გამოფენა;
• გამოფენა – „მხატვარი და ეპოქა: შალომ კობაშვილი 145“. ღონისძიება იმართება საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით და ეძღვნება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების 30 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას;
დღის მანძილზე ჩატარდება უფასო საექსკურსიო ტურები როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მოზრდილთათვის გიდი-პედაგოგების თანხლებით – 11:00სთ; 16:00სთ; 17:00სთ.
დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეის ეზო | თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 11
• კურატორის ტური და პროგრამა გიორგობა ბოლნისში | 12:00 სთ;
• კურატორის ტური და პროგრამა ვირის ხიდი | 14:00 სთ;
• კურატორის ტური და თავისუფალი ხატვა ფიროსმანის სივრცეში, სახალისო აქტივობების თანხლებით | 16:00 სთ;
• ტური არსებული გამოფენების ფარგლებში | 19:00 სთ;
• პროგრამა ბავშვებისთვის აბსტრაქტული ღამე, გამოფენის – “XX-XI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან” ფარგლებში | 21:00 სთ.
პროგრამებს ჩაატარებენ ეროვნული გალერეის კურატორები და გიდები: რუსუდან მერაბიშვილი, ნათია მელქაძე, დალი გოგორიშვილი, თამარ ქურციკიძე, მაკა ბეჟუაშვილი
ვიზიტი გალერეაში და ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია, სამუშაო განრიგი 10:00 -24:00 სთ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია | ა. ფურცელაძის ქ. 1
• რეჟისორ თამარ მახარაძის ფილმის „კრისტოფორო კასტელი – ილუსტრირებული ისტორია“ საპრემიერო ჩვენება | 20 მაისი 19:00 სთ.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი | მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქ. 7
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე;
• მუზეუმში მოსულ დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ მუზეუმში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებში | 10:00-17:30 სთ.
ო. ლორთქიფანიძის სახ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი | ვანი, ო. ლორთქიფანიძის ქ. 32
• დღის განმავლობაში მუზეუმის და ნაქალაქარის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ
• საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა მოსწავლეებისთვის – „ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ისტორია“ | 15:00 სთ.
ბოლნისის მუზეუმი | ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 48 ა
• საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის პრეზენტაცია ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსში (EMYA 2022) ბოლნისის მუზეუმისათვის გადაცემული დიპლომის „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“ აღსანიშნავად | 15:00 სთ;
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ;
• საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისთვის | 15:00 სთ.
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი | დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი | ახალციხე, რაბათის ციხე, პეტრე ხარისჭირაშვილის ქ. 1
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ;
• ქალაქის სკოლების მე-9 კლასელთა ვიქტორინა | 12:00 სთ.
გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრების და ყოფის მუზეუმი
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.
ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)
• დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.
სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლე -კულტურის ისტორიის მუზეუმი
• 18:00 – 22:00 სთ – ხელოვნების სასახლის ახალი საექსპოზიციო დარბაზები გაიხსნება დამთვალიერებლისათვის და დაშვება იქნება უფასო. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამშობლოში დაბრუნებული იმ დასავლეთ ევროპული მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც ორ განახლებულ საექსპოზიციო დარბაზში გამოიფინა;
• გაიხსნება ქართული სამოსის დარბაზი, რომელშიც რეექსპოზიციის შედეგად წარმოდგენილია ქართული სამკაულის ვერცხლის ნაკეთობათა და იარაღის ახალი კოლექციები;
• დამთვალიერებლისთვის საუკუნოვანი პაუზის შემდეგ იხსნება საიდუმლო ოთახი. ასევე, მუზეუმის მეორე სართულზე იხილავთ სრულიად განახლებულ მუდმივმოქმედ ექსპოზიციებს;
• 19:00 სთ – ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ დრამერების შოუ და დაესწრონ ხელოვნების სასახლის ახალი სამუზეუმო შენობის პრეზენტაციას;
• 20:00 სთ – დიზაინერ ეკა სამხარაძის ნამუშევრების ციფრული ჩვენება მუზეუმის შიდა ეზოში;
• 21:00 სთ – ღონისძიება გაგრძელდება გრანდიოზული ფოიერვერკით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები
უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
პროგრამის გახსნა 12:00 სთ-დან
• 12:30 სთ – მხატვარ რეზო მექვაბიშვილის ნამუშევრების გამოფენა;
• ადგილობრივი მცირე მეწარმეების პროდუქციის ტურისტული გამოფენა-ბაზრობა;
• 14:30-15:30 სთ – საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები -(პრეზენტაცია – მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო მიმართულება, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში; შემეცნებითი აქტივობები);
• 16:00 სთ – ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „ონავრები“ კონცერტი;
• ღამის საექსკურსიო ტური ანტიკურ ქალაქში – მსვლელობა ნაქალაქარში საიდუმლო გვირაბიდან, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მხარდაჭერით, დარბაზებში შესრულდება კოსტიუმირებული წარმოდგენები. ტური გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში;
• უფლისციხის ძველ მარანში ადგილობრივი ღვინოების, ტრადიციული კერძების დაგემოვნება გორის ხალხური სიმღერების ანსამბლის თანხლებით.
დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
• 12:00 – საგანმანათლებლო პროგრამა – „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“- ბავშვები ააწყობენ ერთიანი საქართველოს რუკას და მოყვებიან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განადგურებული ცხრა სოფლის ისტორიას, საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.
• 17:00 სთ – გამოფენა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტომასალის (გადაღებული XIX-XX სს. და 2008 წლის შემდეგ) პრეზენტაცია;
გაიმართება დისკუსია, რომლის თემა არის 2008 წლის ომის შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უკანონო რესტავრაცია, ოკუპაციის პირობებში რეაგირებისა და ქმედებების გზები.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
• 14:00 სთ – ბიბლიოთეკის სივრცეში წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები:
– მდგრადობის მიღწევის ძალა: „ბორჯომის ხეობის ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა მუზეუმში“. – თინათინ გოგნიაშვილი.
– ინოვაციების ძალა დიგიტალიზაციისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით: „მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურები“ – გიორგი ლაზარაშვილი.
– განათლების საშუალებით საზოგადოების ფორმირების ძალა: ,,ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპოზიციების ისტორია გახსნის დღიდან დღემდე“ – თინათინ მამასტარაშვილი.
– „ქართული და უცხოური მონეტები ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან“ – თინიკო ფერაძე.
– „მუზეუმის როლი დღევანდელ საზოგადოებაში“ – აკაკი სარალიძე.
• 15:00 – ბორჯომელი ახალგაზრდა მხატვრის, ავთანდილ მაღრაძის, გამოფენის გახსნა.
გრემის მუზეუმი
• 14:00 სთ – მეფე-დედოფალთა ხელრთვა: ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაათვალიერებენ გრემის მუზეუმის ექსპოზიციას, ვიზუალური მასალის მეშვეობით გაეცნობიან მეფე-დედოფალთა ხელრთვებს და შეეცდებიან მათ ჩახატვას;
• 17:00 სთ – ინოვაციების ძალა დიგიტალიზაციისა და ხელმისაწვდომობის მიმართულება, გრემის მუზეუმის შესახებ გადაღებული ვიდეოს პრეზენტაცია; ინტელექტუალური ვიქტორინა გრემის ისტორიის შესახებ; ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ პერფორმანს – „გრემი კახეთის სატახტო ქალაქი“.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური
მუზეუმ-ნაკრძალი
18 მაისი
• 14:30 – წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება ღონისძიება თემაზე – „რა განძი გვქონია“. მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს მუზეუმებისა და მათში დაცული საგანძურის შესახებ.
18 – 22 მაისი
• ფოტოგამოფენა – „გურიის ღირსშესანიშნაობანი“. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს გურიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ინფორმაციას მათ შესახებ.
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი
• 15:00 სთ – „ვინახავთ და ვქმნით ისტორიას“ – ასოციაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ და მასთან არსებული ქუთაისის ქალთა კლუბი მოაწყობს ფილმის ჩვენება-განხილვას ნატო-ევროკავშირის თემატიკის შესახებ. ღონისძიების მონაწილეებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ სამაგიდე თამაშ NATO@EU-ში, რომელიც შეიქმნა რეგიონული ინიციატივების ცენტრისა და ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. თამაშის მონაწილეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო გადასცემს სამახსოვრო საჩუქრებს.
მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
• 15:00 სთ – ონლაინ მეგზურობა – „მცხეთა ანტიკურ ხანაში“. ანტიკური პერიოდის მცხეთაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა არქეოლოგიურ მასალასთან კონტექსტში. სპიკერები: ნიკა ჩადუნელი, კობა კობერიძე.
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
• 13:00 სთ – ,,ნორჩი გიდები“- ვიზიტორებს სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში და ეზო-პარკში ვიზიტორებს მუზეუმში გიდობას გაუწევენ სამტრედიის „ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს მიტროპოლიტ წმ. ნაზარი ლეჟავას სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის“ მოსწავლეები, რომელთაც „ნორჩი მეგზურის“ სიმბოლური დიპლომები გადაეცემათ.
• 15:00 სთ – გიგა ჩალიგავასა და გიორგი ცაგარეიშვილის საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე: ,,საქართველოს დამოუკიდებლობა, სამტრედიელი ხელისმომწერები და მათი ჩართულობა, დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და პირველი რესპუბლიკა; ნიკო ნიკოლაძე და პირველი რესპუბლიკა“.
პარმენ ზაქარაიას სახ. ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
• დღის განმავლობაში მუზეუმ-ნაკრძალის ფეისბუქ გვერდზე აიტვირთება მასალა – „ნორჩი გიდები ციხე-გოჯი-არქეოპოლისის შესახებ“. სენაკის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინ ვიზიტორებს ვირტუალურად გააცნობენ ციხე-გოჯის ისტორიას;
• გაიმართება ლიტერატურული სპექტაკლი-კომპოზიცია ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრის „ფიროსმანის“ მონაწილეობით. რეჟისორი – ვეფხვია გორგოძე. შოუ პროგრამა – ბოკა კვეკვესკირი და მისი ჯგუფი; მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოეწყობა „ფოტოზონები“.
• 20:00 სთ – პოეზიის საღამო, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი
• 13:00 სთ – გაიმართება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრისა და სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ერთობლივი ღონისძიება თემაზე „მუზეუმების ძალა“, რომელიც ეძღვნება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის (დღეს სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი) ერთ-ერთი დამფუძნებლის, 35 წლის განმავლობაში მისი უცვლელი ხელმძღვანელის, სამუზეუმო საქმის ენთუზიასტის, სტეფანე ალიბეგაშვილის ღვაწლისა და როლის წარმოჩენას სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის განვითარებასა და მისი კოლექციების შექმნაში.
• ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე, გაიმართება ფოტოგამოფენა „ძველი ხევი“ სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ფოტოკოლექციიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“ და ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი“.
სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი
• 10:00-18:00 სთ – თეატრალური ესკიზების გამოფენა „საწყისებთან – უცნობი კოლექცია“ უნივერსიტეტის I კორპუსში. დამთვალიერებელი პირველად იხილავს უნივერსიტეტის მუზეუმში დაცულ საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებისთვის შექმნილ ესკიზებს, რომელთა ავტორებიც XX საუკუნის ქართული თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: დიმიტრი თავაძე, ალექსანდრა თევზაძე, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ირინა შტენბერგი, ბორის ლოკტინი, გივი ცერაძე. გამოფენა 1939 წელს აღდგენილი თეატრალური ინსტიტუტის საწყისებთან გვაბრუნებს და 1940-1950-იან წლებში შექმნილი ესკიზების აქამდე უცნობ კოლექციას წარმოგვიდგენს.
სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი
• 17:00 სთ – ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მხატვრის შენაი სადიგის პერსონალური გამოფენა ახუნდოვის მუზეუმის გალერეაში.
სსიპ მწერალთა სახლი
• მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დავით სარაჯიშვილის მუზეუმი და რეპრესირებული მწერლების ექსპოზიცია გამოფენების, ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფართო ჩამონათვალს სთავაზობს ისტორიითა და სამუზეუმო სფეროთი დაინტერესებულ დამთვალიერებელს. ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება დავით სარაჯიშვილის მუზეუმის ფონდის საზოგადოებისთვის უცნობი ექსპონატები;
• კვირეულის განმავლობაში მუზეუმში შესვლა უფასოა;
• 18 მაისი 18:00 სთ – Artist Talk – ნამუშევრების წარდგენა და შეხვედრა დავით მაჭავარიანთან;
• 20:00 სთ – ოთარ ჯანელიძის ლექცია: „დავით სარაჯიშვილი“;
• 19 მაისი 21:00 სთ – „ღამე მუზეუმში“ – რეპრესირებული მწერლების ექსპოზიციის გაცნობა – ირაკლი ხვადაგიანის ტური;
• 20 მაისი 18:00 სთ – „არტისტული ყვავილები“ – გიორგი გაგოშიძის გამოფენის გახსნა;
• 20:00 სთ – რეპრესირებული მწერლების პოეზიის საღამო. მონაწილეები: ნინო თარხან-მოურავი და ირაკლი გოგოლაძე.
სსიპ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი
• 17:00 სთ – მუსიკათმცოდნის, მწერლისა და კომპოზიტორის, „მწერალთა საერთაშორისო გილდიის“ (გერმანია) ვიცე-პრეზიდენტის, დოქტორ მოსე ბოროდას საიუბილეო (75) შემოქმედებითი საღამო.
სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
• 17:00 სთ – აბრეშუმის მუზეუმის ორგანიზებით, პროპაგანდას სამუშაო სივრცეში, პირველი სამუშაო შეხვედრა/პრეზენტაცია განხორციელდება უკრაინელების მხარდამჭერი ინიციატივის „საზიარო სახელოსნო: შექმენი და დაკავშირდი“ ფარგლებში. პროექტის ფარგლებში ქართველი ხელოვანების სხვადასხვა მიმართულებაზე ჩაატარებენ მასტერკლასებსა (მედიუმები: კერამიკა, ფერწერა, ქსოვა, შოლკოგრაფია, ხელსაქმე) და შეხვედრებს.
სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
• მუზეუმის დამაარსებლის, აკაკი ჭანტურიას კუთვნილი ნივთების და მუზეუმის პირველი ექსპოზიციის ფოტოების გამოფენა უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის ფოიეში. პირადი ნივთები, მუზეუმის დამაარსებლის შთამომავლებმა დროებით გადასცეს მუზეუმს.
სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
• 16:00 სთ-დან – საზოგადოება „ბილიკის“ ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
• მუზეუმის სივრცეში გაიმართება კონცერტი. პროგრამა: გორის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურული კომპოზიცია – „თუ სამშობლოსთვის გინდა იმღერო“; მანანა გვერდწითელის ვოკალური ანსამბლი; ქორეოგრაფიული ანსამბლი „ქველი“ (ხელმძღვანელი ნინო ქველიძე); საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატის, ამერიკის ხმა 2022-ის გამარჯვებულის-ალექსანდრე ზაზარაშვილის პედაგოგის – ნანა სამხარაძის ვოკალური ჯგუფი; გორის ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებული გიტარისტთა ტრიო (ხელმძღვანელი თამარ გიუნაშვილი); ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხევი“ (ხელმძღვანელი რამაზ შიოშვილი);
• წიგნის „დღეს ამინდია სასიყვარულო“ პრეზენტაცია. მონაწილეობენ ადგილობრივი პოეტები;
სსიპ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
• 15:00 სთ – მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დროებითი გამოფენის „მონეტებში არეკლილი ისტორია“ გახსნა.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფონდებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ნუმიზმატიკური კოლექციების ფონდს. ნუმიზმატიკის ფონდში დაცული მასალები ნათლად მიგვანიშნებენ დასავლეთ საქართველოს, კერძოდ ქუთაისის წამყვან როლზე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. ფონდში დაცული კოლხური, ქართული, ბიზანტიური, თურქული, სპარსული, არაბული და სხვა მონეტები ძირითადად აღნიშნულ რეგიონშია აღმოჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქუთაისს და მთლიანად იმერეთს გარკვეულ ეტაპზე სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გარე სამყაროსთან. დღეისათვის მონეტების რაოდენობა 15 000 ერთეულია. მუზეუმის არსებობის მანძილზე ეს არის პირველი გამოფენა, როდესაც ნუმიზმატიკის ფონდში დავანებული ქართული, აღმოსავლური თუ ევროპული მონეტების საუკეთესო ნიმუშები მთელი თავისი სიდიადით წარდგება ქართული საზოგადოების წინაშე.
• 20 მაისი, 15:00 სთ – პროფესიული კოლეჯის „იბერია“ შემეცნებით პერფორმანსი (მუზეუმში დაცული ისტორიული ექსპონატების ილუსტრირებით) „იმერული ღვინის გზა“.
პროფესიული კოლეჯი „იბერია“ არის დასავლეთში ერთადერთი, რომელმაც 2022 წელს დაიწყო სერტიფიცირებული სახელმწიფო პროგრამა სპეციალობით „მეღვინე- დეგუსტატორი“.
სსიპ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი
• 14:00 სთ-დან – უფასო ექსკურსიები მთელი დღის განმავლობაში;
• კონფერენცია თემაზე „მუზეუმი საზოგადოების ცნობიერების განვითარებისა და ამაღლებისათვის“;
• გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის მიერ გაწეული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ვიდეოკოლაჟი;
• საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
• 18:00 სთ-მდე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მოაწყობს ფშაური ხელნაკეთი და ნაქსოვი ნივთების გამოფენას.
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
• 18:00 სთ-მდე ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები წაიკითხავენ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს, განიხილავენ ნაწარმოებს, დაახასიათებენ პერსონაჟებს, იმსჯელებენ მათთვის საინტერესო თემებზე.
სსიპ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი
• 14:00 სთ- მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება გამოფენა „მუზეუმი დაარსებიდან დღემდე“.
სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმი
• 11:00 სთ – ერეკლე II-ის სასახლე-მემორიალში გაიხსნება ორი მუდმივი საექსპოზიციო დარბაზი, სადაც გამოიფინება მეფის ოჯახის წევრების პორტრეტები და მემორიალური ნივთები. ღონისძიებას გახსნიან შშმ პირები;
• 12:00 სთ – თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია – „ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობანი საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა“;
• 14:00 სთ – თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნება საკრავების გამოფენა.