კულტურის სამინისტრო - იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში ბრუნდება, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ეს ეროვნული საქმე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ქართული კულტურის ისტორიაში
კულტურის სამინისტრო - იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში ბრუნდება, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ეს ეროვნული საქმე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ქართული კულტურის ისტორიაში

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს იმ ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მათ იოანე-ზოსიმეს ხელნაწერთან დაკავშირებით მიიღეს, – ამის შესახებ ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, წმინდა ხელნაწერი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანულ საგანძურში (ოქროს ფონდი), როგორც იოანე-ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერი საქართველოში.

„დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე შეძენილ იქნა პალიმფსესტი, Codex Sinaiticus Rescriptus, შედგენილი არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია მე-5-მე-7 საუკუნეებით, ხოლო გვიანდელი ფენა თარიღდება 979 წლით და შესრულებულია იოანე-ზოსიმეს მიერ.
სამინისტრო სიხარულით აღნიშნავს, რომ, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, წმინდა ხელნაწერი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ის ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანულ საგანძურში (ოქროს ფონდი), როგორც იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერი საქართველოში.
ხელნაწერს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევისათვის.

იოანე-ზოსიმეს მიერ შექმნილი ხელნაწერი, რომელიც მის მიერვე არის აკინძული, საქართველოში ბრუნდება. ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ეს ეროვნული საქმე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს საქართველოსა და ქართული კულტურის ისტორიაში“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.