კულტურის მინისტრის და მწერლების შეხვედრაზე გიორგი გახარია მივიდა
კულტურის მინისტრის და მწერლების შეხვედრაზე გიორგი გახარია მივიდა

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სადაც მინისტრსა და მწერლებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა.

ინფორმაცია პირველ არხს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით არის მისული გახარია კულტურის სამინისტროში. თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ეხება პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებულ ინციდენტს.