კულტურის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის 101-ე წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და პირადად მიულოცა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის ეს მნიშვნელოვანი დღე.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ როგორც ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები, სხვა მიწვეული სტუმრები.
ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართვა; ასევე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები.