30 ივნისს, თბილისში, შრომითი რეზერვების დარბაზში, კუდოში (აღმოსავლური ორთაბრძოლის ხელოვნება) საქართველოს თასი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს.
შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჩატარდა. უფროს ასაკში ვაჟებს შორის გამარჯვება ნიკა ხუდოიანმა, კოტე ჯანგავაძემ და ნიკა ყულუმბეგაშვილმა მოიპოვეს, გოგოებს შორის კი თასის მფლობელები სალომე გველესიანი და ანანო გურგენიძე გახდნენ.
გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ტურნირის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს თასის გამარჯვებულებმა – სალომე გველესიანმა, ნიკა ხუდონიამ და საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექს ფილფანმა გააკეთეს.