კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი - მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულების, დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მთავრობას, გარდაცვლილთა ახლობლებს
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი შოვში, სტიქიის დროს დაღუპულთა ახლობლებს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, გარდაცვლილთა ნათესავებს და ახლობლებს“, – აცხადებს ბრუნო როდრიგესი.