კუბის დედაქალაქ ჰავანას ცენტრში, სასტუმროში აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი
კუბის დედაქალაქ ჰავანას ცენტრში, სასტუმროში აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი.
ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
კუბის ტელევიზიის ეთერში საუბრისას, ქვეყნის პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება ისტორიულ, მაღალი დონის სასტუმრო „სარატოგაში“ მოხდა.
„ეს ბომბი ან თავდასხმა არ ყოფილა. ეს უბრალოდ ძალიან სამწუხარო შემთხვევაა“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.