კუბაზე უკვე ცხრა დღეა, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
კუბაზე უკვე ცხრა დღეა, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

კუბაზე უკვე ცხრა დღეა, კორონავირუსის შედეგად არავინ გარდაცვლილა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ბოლო 24 საათში კუნძულზე ვირუსის სულ ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც კუბის პრეზიდენტი აცხადებს, კორონავირუსი კუბაზე კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა უახლოეს ხანში შეამსუბუქებს შეზღუდვებს.

კუბაზე ვირუსის გავრცელების შემდეგ ხელისუფლებამ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების ჩასვლა აკრძალა. პირბადის ტარება საჯარო სივრცეებში სავალდებულოა. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეები საავადმყოფოში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კუბაზე გამოვლენილია ვირუსის სულ 2200 შემთხვევა. გარდაცვლილია 83 ადამიანი.