სუბტროპიკული შტორმის გამო, კუბაში 13 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის ზონაში მცხოვრები ადამიანები სპეციალურად გახსნილ თავშესაფრებში გადაჰყავთ.
შტორმით გამოწვეული ძლიერი წყალდიდობის გამო ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური და დასავლეთ რეგიონები დაზარალდა. რამდენიმე პროვინციაში შეფერხებით მუშაობს რკინიგზა, ჩაკეტილია მაგისტრალებიც.
სუბტროპიკული შტორმი „ ალბერტო „ ფლორიდის სანაპიროს თავს ორშაბათს დაატყდა. შტორმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.