სუბტროპიკულ შტორმ ალბერტოს შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას კუბაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიას გადაუღებელი წვიმები მოჰყვა, რამაც მდინარის ადიდება და ქუჩების დატბორვა გამოიწვია.
ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური და დასავლეთ რეგიონები დაზარალდა.
რამდენიმე პროვინციაში შეფერხებით მუშაობს რკინიგზა, ჩაკეტილია მაგისტრალებიც. დროებით თავშესაფრებში ევაკუირებულია 13 ათასამდე მაცხოვრებელი.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 60 ათასამდე აბონენტი.