კუბაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა
კუბაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა

კუბაში დაახლოებით ერთი საათის შუალედით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი მიწისქვეშა ბიძგები 5.9 მაგნიტუდას შეადგენდა, რომლის ეპიცენტრი ბარტოლომე მასოდან 22 კილომეტრის დაშორებით იყო.

განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

მედიის ცნობით, ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა, ასევე შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ადგილობრივი გაზეთის, „გრანმას“ ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა.

კუბაზე, რამდენიმე დღეა, ქარიშხალ „რაფაელს“ ებრძვიან, მოსახლეობა, უკვე ორი დღეა, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.