„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, დიდი ხეივნის ქ. N 27ა-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ კრწანისის რაიონში დიდი ხეივნის, III ხეივნის ქუჩებს.
წყლის მიწოდება შეიზღუდება ისნის რაიონშიც. კომპანია გაბრიელ სალოსის გამზ. III შესახ. N 3ა-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
11:00 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: ბოგდან ხმელნიცკის, დოდაშვილის, ჩოხელის, დიდგორის, ციხისძირის, თეთრიწყაროს, ალაზნის, ბაქარაშვილის, ქუჩიშვილის, ს.წულაძის, ნადირაშვილის, ივლეთის ქუჩებს, გაბრიელ სალოსის გამზირს და შესახვევებს, ნარგიზის ქუჩას და ჩიხს, რუსუდანის ქ. შესახვევს, მამუკას ქ. შესახვევს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.