ახალწვეული კაზიმ გახრამანოვი „კრწანისის“ ბაზაზე მომხდარის სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს
„კრწანისის“ სამხედრო ბაზაზე ნაცემი ახალწვეული კაზიმ გახრამანოვის ძმა ფუად გახრამანოვი და ოჯახის ადვოკატი გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.
მათი განმარტებით, სამხედრო პოლიციას მხოლოდ ორი პირი ყავს დაკავებული, ცემაში კი მათივე მტკიცებით, ხუთი წვევამდელი მონაწილეობდა. ასევე მათი მოთხოვნაა, დაისაჯოს სერჟანტიც, რომელიც მათი განმარტებით, ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
კაზიმ გახრამანოვი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფება. მას დღეს საგამოძიებო უწყება დაზარალებულად ოფიციალურად ცნობს.
სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის დაპირპისპირება მოხდა, რაზეც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საქმე აღიძრა. დღეს სამხედრო პოლიციამ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.