კრწანისის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
კრწანისის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, ნ.ბარათაშვილის N10-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება კრწანისის რაიონში: ათონელის N1-დან 9-ის ჩათვლით, N2-დან 12-ის ჩათვლით; ბარათაშვილის N6-დან 14-ის ჩათვლით; სანაპიროს N2, 2ა.

წყლის მიწოდება 12:00-დან 17:00 საათამდე ასევე შეიზღუდება, კოსტავას ქ.N2-დან 26-ის ჩათვლით და ნ.ნიკოლაძის ქუჩაზე.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.