კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. მეორე შესახვევის N 17-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00-14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში: კრწანისის ქ. მეორე შესახვევს და მესამე გასავალს, კრწანისის ქ. N 49-დან N 51-ის ჩათვლით, ორთაჭალის ქ. N 77-დან N 89-ის ჩათვლით, N 64-დან N 136-ის ჩათვლით, წინანანურის ქუჩას.
„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.