კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, ვახტანგ ბერიძის ქ. N 12-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე კრწანისის რაიონში წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვ.ბერიძის ქ. N 1-დან N 9-ის ჩათვლით, N 2-დან N 12-ის ჩათვლით, გრ.ხანძთელის ქ. N 1-დან N 13-ის ჩათვლით, N 2-დან N 18-ის ჩათვლით, საიათნოვას ქ. I ჩიხს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.