კრივი | ლაშა გურულმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა (63.5 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა და ოლიმპიადის საუკეთესო რვა მოკრივეს შორის მოხვდა.
ლაშა გურული მეოთხედფინალურ შეხვედრას პირველ აგვისტოს გამართავს, მისი მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოლიმპიადის კრივის ტურნირზე დებიუტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა (92 კგ) პირველი ორთაბრძოლა გამართა – ქართველი აზიის ჩემპიონთან, ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა და ოლიმპიადას დაემშვიდობა.