კრისტინ ლაგარდი საქართველოზე - მოუთმენლად ველოდები შეხვედრებს ამ დინამიურ ქვეყანაში, ამაღელვებელი ვიზიტის ფარგლებში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინგ ლაგარდი თბილისში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ლაგარდი არაოფიციალურ გარემოში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, ასევე მათ მოადგილეებს შეხვდა.
„ახლახანს ჩამოვფრინდი თბილისში, საქართველოში. მოუთმენლად ველოდები შეხვედრებს ამ დინამიურ ქვეყანაში, ამაღელვებელი ვიზიტის ფარგლებში – სტუდენტებთან, მეწარმეებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – წერს ლაგარდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ლაგარდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ასევე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეწარმეებთან.