კრისტიან ურსე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ქვეყნისთვის ალბათ საინტერესო იქნება
ვენეციის კომისიამ გააკეთა რამდენიმე მითითება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალობასა და მოსამართლეთა დანიშვნის სანდოობის საკითხს ეხება, – ამის შესახებ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ განაცხადა.
ის ვარაუდობს, რომ საქართველოსთვის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება საინტერესო იქნება.
„ვენეციის კომისიის მოხსენება უკვე გამოქვეყნდა. ვენეციის კომისია გახლავთ ორგანო, რომელიც სამართლებრივ დასკვნებს აკეთებს და მან უკვე რამდენიმე მითითება გააკეთა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ეხება გამჭვირვალობასა და ასევე, მოსამართლეთა დანიშვნის სანდოობის საკითხს. ვინაიდან ეს არის ვენეციის კომისიის ოფიციალური დასკვნა, ალბათ, საინტერესო იქნება ქვეყნისთვის მისი რეკომენდაციების გათვალისწინება“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.
ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები 16 აპრილს გამოაქვეყნა.