კრისტიან დანიელსონი - ვიმედოვნებ, პარტიებს ექნებათ კომპრომისის სურვილი, რომელიც შედეგის შესაძლებლობას იძლევა, მჯერა, ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს
ვიმედოვნებ, რომ პარტიები ახლა სერიოზულად დაფიქრდებიან ამ ვითარებაზე და გასავლელ გზაზე, ექნებათ კომპრომისის აუცილებელი სურვილი, რომელიც მედიაციის წარმატებული შედეგის შესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, სჯერა, ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს.
„საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ კრიზისში გამოსავლის პოვნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ, ეს აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებისთვის. ვიმედოვნებ, რომ პარტიები ახლა სერიოზულად დაფიქრდებიან ამ ვითარებაზე და გასავლელ გზაზე, ექნებათ კომპრომისის აუცილებელი სურვილი, რომელიც მედიაციის წარმატებული შედეგის შესაძლებლობას იძლევა. მე მჯერა, რომ ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს“, – განაცხადა დანიელსონმა.