კრისტიან დანიელსონი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მორიგ ერთობლივ შეხვედრას მართავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მორიგ ერთობლივ შეხვედრას მართავს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება.
„მოგეხსენებათ, ჩვენ სამართლიანი პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული გვაქვს, ველოდებით ოპოზიციის მხრიდან იმ კომპრომისს, რომელიც არის მთელი საზოგადოების ინტერესში და, პირველ რიგში, ოპოზიციის ინტერესშიც, ამიტომ ვნახოთ, დღევანდელი შეხვედრა ვფიქრობ, დაგვეხმარება, რომ პოზიციები დავაახლოოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, კრისტიან დანიელსონი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გუშინაც შეხვდა.