ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან ერთობლივ შეხვედრას გამართავენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
კრისტიან დანიელსონი რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. მანამდე ის ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავდა.