კრისტიან დანიელსონი - გვჯერა, რომ ახლა არის დრო, დაინტერესებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ღონე იხმარონ, რათა კომპრომისის სახით ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ
ჩემი, როგორც პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის როლი არის, რომ დავეხმარო ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ახლა საქართველოში წარიმართება, ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, ეხება იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს შეეძლოს წინ წაწევა და პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირის დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს, აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.
„მოხარული ვარ მედიის ამდენი წარმომადგენლის ხილვით და მზად ვარ თქვენთან საუბრისთვის. ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით, ეს არ არის პირველი ვიზიტი, რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. აქ ვარ როგორც პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, მისი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ, რომელიც 10 დღის წინ გაიმართა საქართველოში. ახლა ჩემი, როგორც პირადი წარმომადგენლის როლი არის, რომ დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ახლა ქვეყანაში წარიმართება. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, ეხება იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს შეეძლოს წინ წაწევა და პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე, ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს ელჩი ჰარცელი და ელჩი დეგნანი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. საქართველოსთვის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს. აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის“, – განაცხადა დანიელსონმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი არის შეშფოთებული, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული და ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას.
„გვჯერა, რომ ახლა არის დრო პოლიტიკური მხარეებისთვის, დაინტერესებული მხარეებისთვის, ყველა ღონე იხმარონ, რათა არსებული ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპრომისის სახით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი როლი, ისევე, როგორც ბატონი ჰარცელისა და ელჩ დეგნანის როლი, არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, დავეხმაროთ მას. ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ თავად, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით, იპოვონ გამოსავალი, რომ გაუმკლავდნენ ვითარებას, გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან და გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიც არის კოვიდი, როგორიც არის ეკონომიკური სიტუაცია, და ნახონ გამოსავალი. ეს არის ხედვა იმისკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ“, – განაცხადა დანიელსონმა.