კრისტალინა გეორგიევა სავალუტო ფონდის მმართველად წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველის პოსტს სავარაუდოდ ბულგარელი კრისტალინა გეორგიევა დაიკავებს, რომელიც ამჟამად მსოფლიო ბანკის მთავარი აღმასრულებელია.
სავალუტო ფონდში განაცხადების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა და გეორგიევა ერთადერთი კანდიდატია. ბულგარელი ეკონომისტი ფონდის წევრმა ევროპულმა სახელმწიფოებმა წარადგინეს.
სსფ-ის ბორდი ახალი ხელმძღვანელის შერჩევას 4 ოქტომბრისთვის დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის ყოფილი მმართველი კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზეა წარდგენილი.