„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ოფიციალურმა გვერდმა ლიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
ლიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელი თბილისის „შევარდენის“ თავკაცი გიორგი ნემსაძე გახდა. ნემსაძის ხელმძღვანელობით „შევარდენმა“ მეორე წრე წაუგებლად დაასრულა, ბოლო შეხვედრა კი 17 ტურის წინ, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ის საწყის ტურში დათმო.
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად იაგო დეისაძე აღიარეს. მეორე წრეში თბილისის „მერანის“ თავდამსხმელმა ცხრა შეხვედრა ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და გუნდის გალიდერებას ხელი შეუწყო.
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ის მეორე წრის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი ჩოჩიშვილი („შევარდენი 1906“);
მცველები: ომარ ბულუხაძე („შუქურა“), გიორგი კალანდაძე („შუქურა“), ომარ პატარკაციშვილი („შევარდენი 1906“), გიორგი ახალაძე („სამტრედია“);
ნახევარმცველები: გურამ სამუშია („სამტრედია“), გიორგი პაპუაშვილი („გაგრა“), ავთო ენდელაძე („სამტრედია“), გიორგი ივანიძე („შევარდენი 1906“);
თავდამსხმელები: იაგო დეისაძე (თბილისის „მერანი“), გიორგი ნიქაბაძე (თბილისის „მერანი“).