კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დაიწყო - ლიდერები უფერულად დაზავდნენ
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” მესამე წრის თამაშები დაიწყო. მე-19 ტურის ორ შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
„მიხეილ მესხზე” „საბურთალოსა” და ბათუმის „დინამოს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამ გუნდების დაპირისპირებამ მეორე წრეში 28 ათას მაყურებელზე მეტმა იხილა: ბათუმში, ანგისას სტადიონზე შეხვედრას ექვსი ათასი ადამიანი დაესწრო, ინტერნეტ-რეპორტაჟი კი, 22 ათასზე მეტმა მაყურებელმა იხილა. ახლა სტადიონზე ბევრად ნაკლები მაყურებელი გამოჩნდა და შეხვედრაც ბევრად უფერული გამოდგა და უგოლოდ დასრულდა 0:0.
მანამდე „მიხეილ მესხი 2”- ზე თბილისის „ლოკომოტივმა” „რუსთავს” უმასპინძლა და ძალიან სწრაფად დაწინაურდა: მეორე წუთზე მეტოქის კარი თბილისელთა თავდამსხმელმა, ირაკლი სიხარულიძემ აიღო, მაგრამ ტაიმის ბოლოს, 44-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა წონასწორობა შეინარჩუნა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1. „ლოკომოტივმა” შეხვედრა 10 მოთამაშით დაასრულა, რადგან 71-ე წუთზე მიღებული მეორე ყვითელი ბარათის გამო ოთარ კობახიძეს მოედნის დატოვება მოუხდა.
19 ტურის შემდეგ, „საბურთალო” 39 ქულით ისევე ლიდერია, მეორე ადგილზე ბათუმის „დინამოა” (28 ქულა), ხოლო მესამეზე ქუთაისის „ტორპედო” (33). „ლოკომოტივმა” (26) უკვე სამი ქულით გაასწრო საჩხერეს „ჩიხურას” და მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო „რუსთავმა” (15) ბოლო ადგილს თავი დააღწია და მეცხრეზე გადაინაცვლა.
მე-19 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა კვირას, 23 ივნისს გაიმართება.
დინამო თბ – ჩიხურა
19:30. დინამო არენა – თბილისი
დილა – ვიტ ჯორჯია
21:30. თენგიზ ბურჯანაძე – გორი.