სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივმა სამტრედიამ თბილისის შევარდენი 1906 მიიღო. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საბოლოოდ, კახა კაჭარავას გაწვრთნილმა სამტრედიამ მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა – 0:0.
სპარის სტადიონზე თბილისის მერანმა ქობულეთის შუქურას უმასპინძლა და დამარცხდა. 34-ე წუთზე მასპინძელთა კარი ომარ ბულუხაძემ აიღო, 55-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა გიორგი კურმაშვილმა გაზარდა. 69-ე წუთზე შუქურას ნახევარმცველის, შალვა ექვთიმიშვილის ავტოგოლით სხვაობა შემცირდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა 1:2 შუქურას სასარგებლოდ.
კვირას, 17 მარტს, კოლხეთი 1913 ლანჩხუთის გურიას უმასპინძლებს.