კრისიანის კარინსი - ლატვია მიიჩნევს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია
ლატვია ფიქრობს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, სირთულეს წარმოადგენს, რომ, როგორც ჩანს, ის, რაც ხალხს მკაფიოდ სურს, არ არის სრულად თანხვედრაში იმასთან, რასაც მთავრობა ლაპარაკობს, ეს არის მცირე შეუსაბამობა. მე პოზიტიურად ვარ განწყობილი, რომ ეს მოგვარდება, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრისიანის კარინსმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, კარი ღია უნდა იყოს.
„ლატვიის და ჩემი თვალთახედვით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს. ე.წ. ნაცრისფერი სივრცე აღარ არსებობს. ახლა არის მხოლოდ შავი და თეთრი. ან ხარ ევროკავშირში, ან რუსეთის გავლენის სფეროში. ევროკავშირი არის თანამოაზრე, დემოკრატიული ქვეყნების კლუბი, ხოლო მეორე მხარეს არის იმპერიალისტური ქვეყანა, რომელსაც გზის გაკვლევა ომითა და აგრესიით სურს. ჩვენ უნდა წავახალისოთ ის სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, რათა მათ შეძლონ გაწევრიანება, ჩვენი კარი ღია უნდა იყოს. ლატვია ფიქრობს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. სირთულეს წარმოადგენს, რომ, როგორც ჩანს, ის, რაც ხალხს მკაფიოდ სურს, არ არის სრულად თანხვედრაში იმასთან, რასაც მთავრობა ლაპარაკობს. ეს არის მცირე შეუსაბამობა. მე პოზიტიურად ვარ განწყობილი, რომ ეს მოგვარდება. ჩემთვის ცხადია, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“, – განაცხადა ლატვიის პრემიერმა.