ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ გადაწყვიტა, პორტუგალიის ნაკრებში აღარ გამოვიდეს, – წერს itasportpress.it.
გამოცემის ცნობით, პორტუგალიელი სპორტსმენი ხორვატიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც 6 სექტემბერს გაიმართება, აგრეთვე 10 სექტემბერს ერთა ლიგის მატჩს იტალიასთან.
როგორც ირკვევა, რონალდუს ნაკრების მატჩების გამოტოვება იმისთვის უნდა, რომ უკეთ შეერწყას თავის ახალ კლუბს – „იუვენტუსს“, რომლის რიგებში ჯერ გოლი არ გაუტანია.