მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ 100 ყველაზე პოპულარული სპორტსმენის რეიტინგს ჩაუდგა სათავეში, რომელიც ამერიკული ტელეარხის ESPN-ის მიერ არის შედგენილი. პორტუგალიელი პირველ ადგილზე ზედიზედ მესამედ აღმოჩნდა.
რონალდუს შემდეგ მოდიან – „კლივლენდის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი.
რეიტინგი სოციალურ ქსელებში ხელმომწერთა რაოდენობის, სარეკლამო კონტრაქტებისა და ინტერნეტში საძიებო თხოვნების საფუძველზე არის შედგენილი.
ყველაზე პოპულარულების ათეულში შევიდნენ:
4. ნეიმარი (ფეხბურთი)
5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)
6. ტაიგერ ვუდსი (გოლფი)
7. კევინ დურანტი (კალათბურთი)
8. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი)
9. სტეფ კარი (კალათბურთი)
10. ფილ მიკელსონი (გოლფი)