მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში “ლას პალმასის” (3:0) წინააღმდეგ რვა დარტყმა შეასრულა, მაგრამ ისევ უგოლოდ დატოვა მოედანი.
სტატისტიკოსებმა გაარკვიეს, რომ 2017-18 წლების სეზონში პორტუგალიელს TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთის) ჩემპიონატებში მოთამაშე ყველა ფეხბურთელს შორის დარტყმების რეალიზაციის ყველაზე ცუდი პროცენტი აქვს. რონალდუმ ლა ლიგის მატჩებში 47 დარტყმა შეასრულა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.