„”გოლდენ სტეიტის“ მსგავსად, „ჰიუსტონ როკეტსმაც“ მოიგო თავისი სერია ანგარიშით 4:1.
ზედიზედ მეორე მატჩში “ჰიუსტონში” საუკეთესო არა ჯეიმს ჰარდენი, არამედ კრის პოლი იყო, რომელმაც პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა – 41 ქულა დააგროვა, რასაც 10 პასი და 7 მოხსნა დაუმატა. თითქმის 48 წუთის განმავლობაში, პოლს არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. 1977-1978 წლების სეზონიდან მოყოლებული, როცა შეცდომები მატჩების ოფიციალურ სტატისტიკაში შეიტანეს, ერთ მოთამაშეს არ ჰქონია მინიმუმ 40 ქულა, 10 პასი და 0 დაკარგვა.
სწორედ პოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში, როცა “იუტამ” ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა. “ჰიუსტონის” გამთამაშებელმა ზედიზედ რვა ქულა აიღო და სირენამდე სამი წუთით ადრე ანგარიში 105:96 გახდა.
პოლი მე-13 სეზონია NBA-ში თამაშობს და პირველად მოხვდა კონფერენციის ფინალში. მანამდე, “კლიპერსის” მაისურით ამგვარი პატივი არ ღირსებია.
რაც შეეხება ჯეიმს ჰარდენს, მან ცუდად ისროლა (თამაშიდან – 7/22), მაგრამ უნებლიედ, ტრავმა მიიღო “იუტას” ვუნდერკინდმა დონოვან მიტჩელმა და მან ბოლო 7 წუთი ვეღარ ითამაშა. მიტჩელმა თავისი 24 ქულიდან 22 მან მესამე მეოთხედში ჩააგდო და 14:2 გაქცევის შემდეგ, “იუტას” ლიდერობა მოუტანა.
მიტჩელის ტრავმამ კიდევ უფრო გააღარიბა “იუტას” უკანა ხაზი. შეგახსენებთ, რომ “როკეტსთან” სერიაში საერთოდ არ უთამაშია რიკი რუბიოს, გუშინდელი მატჩი კი გამოტოვა დანტე ეკზამმა.
“ჰიუსტონისა” და “გოლდენ სტეიტის” სერია სამშაბათს დაიწყება. საკუთარი მოედნის უპირატესობა “როკეტსს” აქვს და შესაბამისად, პირველი ორი მატჩი ჰიუსტონში გაიმართება.
ჰიუსტონი-იუტა 112:102;
21:16, 33:30, 21:32, 37:24
ჰ: პოლი (41+7 მოხსნა+10 პასი), ტაკერი (19+6 მოხსნა+3 დაფარება), ჰარდენი (18), კაპელა (5+5 დაფარება), არიზა (2+6 მოხსნა) – სასტარტო; მბა ა მუტე (8), გრინი (8), ნენე (6), გორდონი (5).
ი: მიტჩელი (24+9 პასი), ო’ნილი (17), გობერი (12+9 მოხსნა+5 დაფარება), ინგლსი (12+6 პასი), კრაუდერი (6+8 მოხსნა) – სასტარტო; ბერკსი (22), ფეივორსი (6+6 მოხსნა), ჟერებკო (3), ნეტო (0).
სერია: 4-1