კრის დევენპორტი - გუგუტიანთკარის ხალხის გვერდით ამაყად ვაცხადებ, რომ აშშ არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას
კრის დევენპორტი - გუგუტიანთკარის ხალხის გვერდით ამაყად ვაცხადებ, რომ აშშ არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას

დღეს გუგუტიანთკარის ხალხის გვერდით ამაყად ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრესის და ინფორმაციის ატაშე კრის დევენპორტი აცხადებს.

კრის დევენპორტიის კომენტარი საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე ფოტოებთან ერთად აქვეყნებს.

„ეს სოფელი გუგუტიანთკარია. აქაურობა სავსეა ულამაზესი ხილის ბაღჩებითა და გასაოცარი ხალხით. დღეს განსაკუთრებით გულსატკენი იყო იმის ხილვა, როგორ ითვისებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ხალხის მიწებსა და სახლს, მათ ხომ მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრება სურთ. ამ ადამიანებს ართმევენ მთელი ცხოვრების მონაგარს და საზოგადოებას ორად ყოფენ. ამის ფონზე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გუგუტიანთკარელების მტკიცე გზავნილების მოსმენა ერთობასა და საქართველოს კეთილდღეობაზე. დღეს გუგუტიანთკარის ხალხის გვერდით ამაყად ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას“,- აცხადებს კრის დევენპორტი.