„კრემონეზეს“ ქართველი ნახევარმცველი - 17-წლამდელთა ნაკრებში კარგი ფეხბურთელები გვყავს #1TVSPORT
საქართველოს პირველ არხთან აზერბაიჯანთან გამართული საკონტროლო მატჩები საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრებმა შეაფასეს
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ ორივე მატჩში გიორგი ჩიტაურის გუნდმა აზერბაიჯანელი თანატოლები 2:1 დაამარცხეს.
გიორგი ფარცვანია, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ აკადემიის თავდამსხმელი.
„ძალიან კარგი თამაშები იყო, კორონას გამო ამ მატჩებს წელიწადზე მეტი ხანია ველოდებით. მხოლოდ ერთი კვირა ვემზადებოდით, მაგრამ კარგი შედეგი დავდეთ. აზერბაიჯანი ძლიერი გუნდია, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ და ორივეჯერ მოვუგეთ“.
დაჩი ლორთქიფანიძე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების და იტალიური „კრემონეზეს“ U17-ის ნახევარმცველი.
„ძალიან გახარებულები ვართ, ორივე თამაში კარგად დავასრულეთ – ვიბრძოლეთ და მოვიგეთ. შემდეგშიც ასე თუ გავაგრძელეთ, კარგი შედეგი გვექნება. იტალიის შემდეგ პირველი ორი ვარჯიში გამიჭირდა – იმიტომ, რომ სხვა ფეხბურთია, ვიდრე – იტალიაში, იქ ასე არაა. მაგრამ მივეჩვიე და თამაში კარგად წავიდა. ფეხბურთელებმა აზერბაიჯანთან იბრძოლეს და მიმაჩნია, რომ გუნდში კარგი მოთამაშეები გვყავს. თამაშში მთელი გული და სული ჩადეს და შეხვედრა ამიტომაც მოვიგეთ“.